თეთრკანიანი მსახიობები „სიმფსონების“ ფერადკანიან პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ. ეს არჩევანი ანიმაციური სერიალის შემქმნელებმა მრავალწლიანი კრიტიკის შემდეგ მიიღეს.
გადაწყვეტილება დაემთხვა შეერთებულ შტატებში რასობრივი სამართლიანობის მოთხოვნით მიმდინარე საყოველთაო აქციებს, რომელიც პოლიციის ძალადობის შედეგად შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია.
კრიტიკის ერთ-ერთი სამიზნე შოუბიზნესის ინდუსტრია გახდა, რომელსაც ადანაშაულებენ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არასაკმარის ასპარეზს უთმობს.